კონფიდენციალურობის პოლიტიკა
მოხარული ვართ, რომ დაინტერესდით ჩვენი კომპანიით. «კატენა»-ს  ვებ-გვერდის გამოყენებით და ოპერატორის ანკეტის შევსებით თქვენ სრულად ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას და თანხმობას იძლევით თქვენი პერსონალური მომაცემების დამუშავებაზე. იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის მიუღებელია წინამდებარე პირობებით განსაზღვრული უფლებები და მოვალეობები, მაშინ არ უნდა ისარგებლოთ ჩვენი ვებ-გვერდით და არ შეავსოთ ოპერატორის ანკეტა. აღნიშნული კონფიდენციალურობის პოლიტიკა ვრცელდება «კატენას» ვებ-გვერდზე https://operator.catena.ge/.
წინამდებარე პირობები შექმნილია იმისთვის, რომ თქვენთვის განგვემარტა, რა სახის ინფორმაციას და რა საშუალებით შევაგვროვებთ, ასევე, თუ რა მიზნით შევაგროვებთ, გადავცემთ ან გავამჟღავნებთ ამ მონაცემებს. ასევე გვინდა განგიმარტოთ, რომ ოპერატორად მუშაობა ან/და  «კატენა»-სთვის ოპერატორის სახით მომსახურების გაწევა (მონაცემთა ბაზის მოდიფიკაცია- სატელეფონო ზარის მეშვეობით მომხმარებლებისგან მიღებული ინფორმაციის დამუშავება და მისი მანქანით წაკითხვად ფორმაში გადაყვანა) შეუძლებელია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების გარეშე.
წინამდებარე პოლიტიკა შესაძლებელია განახლდეს პერიოდულად, შევიდეს მასში გარკვეული  ცვლილებები, ნებისმიერი ცვლილება გამოქვეყნდება ჩვენს ვებ-გვერდზე. ამიტომ, გთხოვთ პერიოდულად გადაამოწმოთ  კონფიდენციალურობის  პოლიტიკა. 
მონაცემების დამუშავება 
მონაცემთა დამუშავება, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, კერძოდ, მათ შეგროვებას, ჩაწერას, ფოტოზე აღბეჭდვას, აუდიოჩაწერას, ვიდეოჩაწერას, ორგანიზებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას ან გამჟღავნებას მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფებას ან კომბინაციას, დაბლოკვას, წაშლას ან განადგურებას. 
პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ
ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) შემდეგს:
- სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, პირად ნომერს, მისამართს, საბანკო ანგარიშის ნომერს, საკონტაქტო ინფორმაციას (ელექტრონული მეილი, სააბონენტო ნომერი).
- თქვენი ჩვენთან კომუნიკაციის შინაარსს, სატელეფონო ზარების ჩანაწერებს,  ელექტრონულ საფოსტო შეტყობინებას ან წერილს, რომელსაც თქვენ ჩვენთან აგზავნით, ან თქვენი ჩვენთან კომუნიკაციის ნებისმიერი სხვა სახის ჩანაწერებს.
ჩვენი კონფიდენციალურობის პრინციპები
ჩვენ გვაქვს ფიზიკური, ელექტრონული და პროცედურული გარანტიები, რომლებიც შეესაბამება სამართლებრივ სტანდარტებს, იმ მიზნით, რომ შევინახოთ და დავიცვათ თქვენი ინფორმაცია არაუფლებამოსილი გამოყენებისა და წვდომისგან, შეცვლისა და განადგურებისგან. 
თქვენი ინფორმაციის შეგროვება, გამოყენება და შენახვა ხდება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მიზნით. ჩვენ შევინახავთ თქვენ შესახებ ინფორმაციას იმ ვადით, რაც მოითხოვება კანონმდებლობით. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს სამართლებრივი მოთხოვნა, ჩვენ მას შევინახავთ მხოლოდ იმ ვადით, რა ვადითაც ჩვენ გვაქვს ამის საჭიროება.
თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაციის გაზიარება
ჩვენ შესაძლებელია გავუზიაროთ თქვენ შესახებ ინფორმაცია:
- იმ კომპანიებს, რომლებიც მონაწილეობენ «კატენას» ან მისი აფილირებული კომპანიების სახელით მომსახურებების მიწოდებაში;
- საკრედიტო და დავალიანების ამოღების სფეროში მოქმედ ორგანიზაციებს;
- სამართალდამცავ ორგანოებს, მარეგულირებელ ორგანოს, სასამართლო ან სხვა საჯარო დაწესებულებებს, თუ ეს ჩვენ მოგვეთხოვება ან ნებადართულია კანონმდებლობით.
თუ განხორციელდება ჩვენი რეორგანიზაცია ან მფლობელობის შეცვლა, ჩვენ უფლება გვაქვს მოვახდინოთ თქვენ შესახებ ნებისმიერი პერსონალური ინფორმაციის გადაცემა ამ ორგანიზაციისათვის.
 გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ინტერნეტის (როგორიცაა ელექტრონული ფოსტა, მაგრამ არამხოლოდ) საშუალებით გადაცემული კომუნიკაცია არ არის უსაფრთხო, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის არის დაშიფრული. თქვენმა კომუნიკაციამ შესაძლოა გაიაროს რამოდენიმე ქვეყანა, სანამ ის მოაღწევს «კატენა»-მდე, ვიაიდან ასეთია ინტერნეტის ბუნება, ჩვენ არ შეგვიძლია პასუხისმგებლობა ავიღოთ ინფორმაციის უსაფრთხოებაზე, იმ ნებისმიერ უნებართვო წვდომაზე ან პერსონალური ინფორმაციის დაკარგვაზე, რაც სცდება ჩვენი კონტროლის ფარგლებს.  იმ მიზნით, რომ დავიცვათ თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოება, გვსურს შეგახსენოთ, რომ შეგიძლიათ აირჩიოთ «კატენა»-სთან კომუნიკაციის სხვა საშუალება.
კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული თქვენი უფლებები
თქვენ შეგიძლიათ მოგვწეროთ ნებისმიერ დროს იმ პერსონალური ინფორმაციის ასლის მიღების მიზნით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია თქვენთან დაკავშირებით.
თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ჩვენ გაგვაჩნია თქვენ შესახებ არაზუსტი ინფორმაცია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ და შეგვატყობინოთ ამის შესახებ.