ოპერატორად მუშაობა საინფორმაციო ცენტრში «კატენა»

მარტივი მოვალეობები — ღირსეული ანაზღაურება

მოხერხებული გრაფიკი

მუშაობა სახლში მათთვის, ვინც აფასებს დროის დამოუკიდებლად განკარგვის შესაძლებლობას. სახლში ოპერატორი არ არის გრაფიკზე დამოკიდებული, და მუშაობს ზუსტად იმდენს, რამდენიც შეუძლია. ის არ ხარჯავს დროს ოფისში მისვლაზე და თვითონ ირჩევს, როდის მიიღოს შეკვეთები.

სამუშაო დროის არჩევა

ყოველი მიღებული ზარის ანაზღაურება

უფასო სწავლება

მუშაობის მარტივი ალგორითმი

თანამედროვე ოფისი

საინფორმაციო ცენტრში შექმნილია პირობები კომფორტული მუშაობისთვის. ყველა ოპერატორს აქვს თავისი სამუშაო ადგილი, რომელიც აღჭურვილია კომპიუტერით, ტელეფონით და გარნიტურით. დღისა და ღამის ცვლაში შეგიძლიათ ისადილოთ და დაისვენოთ მოსასვენებელ ოთახში. ასევე კომპანია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს ოპერატორებს ჯანმრთელობის დაზღვევით.

გრაფიკი: დღე/ღამე/48

ყოველი მიღებული ზარის ანაზღაურება

უფასო სწავლება

ჯანმრთელობის დაზღვევა

მოვალეობები

შეკვეთების გაფორმება
კლიენტების კონსულტაცია

არ გაქვთ გამოცდილება — ჩვენ გასწავლით

მუშაობის დაწყების წინ ყველა ოპერატორი გადის სწავლებას: ითვისებენ პროგრამას, შეისწავლიან სხვადასხვა სიტუაციაში მოქმედებათა ალგორითმს და საინფორმაციო ცენტრის სტანდარტებს.


მოთხოვნები

თავაზიანობა

კარგი დიქცია

გამართული მეტყველება

კეთილგანწყობა

საინფორმაციო ცენტრის ადგილმდებარეობა:

საქართველო, ქ. თბილისი, მუხიანის დასახლება

თითოეულ თანამშრომელს ვპირდებით

  • ღირსეულ შემოსავალს

    ხელფასის ზრდა კვალიფიკაციის მიხედვით.
  • სტაბილურობას

    შრომის სტაბილური და დროული ანაზღაურება.

— მე მყავს გოგონა, ის პატარაა, ჯერ ბაღის ასაკისაც არ არის. ჩემთვის მნიშვნელოვანია შვილის გვერდით ყოფნა, მაგრამ უსაქმურად ვერ გავჩერდები. ამიტომ სახლიდან გაუსვლელად ვმუშაობ ოპერატორად. ჯერ ერთი, ოფისში წასასვლელად დრო არ მეხარჯება. მეორეც, მე თვითონ ვწყვეტ, როდის ვიმუშაო და როდის ვიჯდე შვილთან ერთად. უფრო სწორად, ის წყვეტს: როცა ბავშვი იძინებს, მე ვიწყებ ფულის გამომუშავებას. გავდივარ სამზარეულოში, რომ არ გავაღვიძო და ვიღებ შეკვეთებს. მთავარია, მაქვს დამატებითი შემოსავალი და მე თვითონ ვწყვეტ, როგორი იქნება ის.

საინფორმაციო ცენტრ «კატენას» ოპერატორი

— მე ვარ სტუდენტი. პირველ კურსზე ვიყავი, როდესაც სამსახურის ძებნა დავიწყე, ბინა რომ მექირავებინა. ძირითადად სრულ განაკვეთს მთავაზობდნენ, არასრულ განაკვეთზე კი დაბალი ანაზღაურება იყო. გადავწყვიტე მემუშავა ოპერატორად სახლიდან გაუსვლელად. ეს ძალიან მოსახერხებელი აღმოჩნდა, რადგან მე თვითონ ვირჩევ ჩემს სამუშაო გრაფიკს და გამოცდების წინ ამ გრაფიკით ვმუშაობ, გამოცდების შემდეგ კი შემიძლია დამატებით ცვლებში მუშაობა, რაც მაძლევს საშუალებას სასურველი თანხა გამოვიმუშაო. ახლა ძმასთან ერთად ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ.

საინფორმაციო ცენტრ «კატენას» ოპერატორი

— «კატენაში» დიდი ყურადღება ექცევა თანამშრომლების ჯანმრთელობას და პროფესიულ განვითარებას. კომპანია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მათ ჯანმრთელობის დაზღვევით, უფასოდ ასწავლის სამუშაო პროგრამას და აძლევს დაწინაურების პერსპექტივას. როდესაც ხედავ, რომ შენს სწრაფვას და მონდომებას ამჩნევენ, შრომა კი ღირსეულად ანაზღაურდება, გიჩნდება სურვილი განაგრძო წინსვლა და მუდმივად გააუმჯობესო საკუთარი ცოდნა და უნარები. მე უკვე უფროსი ოპერატორი ვარ.

საინფორმაციო ცენტრ «კატენას» ოპერატორი

— ვეძებდი დროებით სამუშაოს და ვიპოვე საინფორმაციო ცენტრი «კატენა». რა თქმა უნდა, ძალიან მომეწონა თანამედროვე ოფისი, ახალი კომპიუტერები, რომლებიც არ იჭედება, მყუდრო დასასვენებელი ოთახი, უფასო სადილი, წახემსება, ჯანმრთელობის დაზღვევა და დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. მაგრამ, ჩემი აზრით, მთავარია — ადამიანური დამოკიდებულება უფროსობის მხრიდან. ყველგან ამბობენ: მეგობრული გარემოაო. საინფორმაციო ცენტრ «კატენაში» ის რეალურად ასეთია. მე აქ ჩემი მეგობრები გადმოვიყვანე და არავინ ნანობს.

საინფორმაციო ცენტრ «კატენას» ოპერატორი